კორონავირუსის 2 012 ახალი შემთხვევიდან 837 თბილისიდანაა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 2 012 ახალი შემთხვევიდან დიდი ნაწილი კვლავ თბილისიდანაა. რეგიონებიდან ყველაზე მეტი ინფიცირების მაჩვენებელი იმერეთშია. რეგიონების მიხედვით ინფიცირებულთა მაჩვენებელი ასე გადანაწილდა: თბილისი - 837; აჭარა - 125; იმერეთი - 367; ქვემო ქართლი - 132; შიდა ქართლი - 144; გურია - 31; სამეგრელო - ზემო სვანეთი - 155; კახეთი - 147; მცხეთა-მთიანეთი - 34; სამცხე-ჯავახეთი - 28; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 224 155 შემთხვევა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 2 638-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 208 951. ბოლო 24 საათში საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 25 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 2 443-მდე გაიზარდა. https://www.radiotavisupleba.ge/a/31024183.html #ახალი_ამბები #twitter