Twitter-ის ხელმძღვანელობა ტრამპის გადაწყვეტილებას პოლიტიზებულს უწოდებს

Headline

ამერიკული კომპანია Twitter-ის ხელმძღვანელობა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ ბრძაენუბულებას, „სოციალური ქსელების საქმიანობის რეგულირების შესახებ“ პოლიტიზებულად აფასებს. შესაბამისი განცხადება ხუთშაბათს, 28 მაისს Twitter-ის პლატფორმაზე, მის ოფიციალურ გვერდზევე გამოქვეყნდა. „ეს აღმასრულებელი დოკუმენტი ასახავს რეაქციულ და პოლიტიზებულ მიდგომას შესაბამისი კანონმდებლობის წინაშე. კომუნიკაციის შესახებ კანონის 230-ე მუხლი (ეთიკა) იცავს ამერიკულ ინოვაციას და სიტყვის თავისუფლებას და ემყარება დემოკრატიულ ფასეულობებს. მისი დარღვევის ცალმხრივი მცდელობები საფრთხეს უქმნის „ინტერნეტ-სიტყვას“ და ვებ-სივრცის თავისუფალ მომავალს“, - ნათქვამია განცხადებაში. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. twitter protest Trump ban regulations headline