„რადგან მონაცემები არ არის საბოლოოდ გადამოწმებული...“
Zugdidi Daily
ზუგდიდის
#27
-ე მაჟორიტარულ ოლქში, სავარაუდოდ, მაჟორიტარული წესით არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს
#67
-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა უთხრა. კითხვაზე, იქნება თუ არა მეორე ტური, მესხი ამბობს, რომ ამაზე
ზუსტი პასუხი არა აქვს, რადგან ოქმები უნდა გადამოწმდეს, თუმცა ბოლო მონაცემებით, არცერთ კანდიტატს ხმების 50 % არ აქვს.
"სავარაუდოდ, იქნება, მაგრამ ჯერ ვერ დავადასტურებ, რადგან მონაცემები არ არის საბოლოოდ გადამოწმებული. რადგან ვიცით მაჟორიტარული არჩევნების ჩატარების წესი", - აღნიშნა მესხმა.
საბოლოო წინასწარი მონაცემებით, მირანდა მესხის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობი კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა ხმების 48, 4 % მიიღო, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს მალხაზ ჯალაღონიას ამომრჩევლების 36, 87%-მა მისცა ხმა, "ევროპული საქართველოს" კანდიდატს გიგი უგულავას - 7, 9%.
რაც შეეხება საჩივრებსა და ბათილ ბიულეტენებს, მესხი განმარტავს, რომ 17 საჩივრიდან არცერთი არაა იმ შინაარსის, რომ შედეგებზე გავლენა მოახდინოს, ხოლო ბათილი ბიულეტინების რიცხვის შესახებ, ამ ეტაპზე ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.
_________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#არჩევნები
#სამეგრელო
#zugdididaily
წყარო: რადიო ათინათი