გასულ დღე-ღამეში, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 642 ადამიანი დააჯარიმეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
გასულ 24 საათში, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის პოლიციამ 642 ადამიანი დააჯარიმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 735 ფაქტი გამოვლინდა - მათ შორის, ისინი, ვინც 21-დან 5საათამდე გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
პირბადის ტარების წესის დარღვევა ჯარიმდება 20 ლარით.
კარანტინის წესების დარღვევა ჯარიმდება 2 000 ლარით.
„საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს“, - აცხადებს შსს და განაგრძობს: „სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები“.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30997066.html
#ახალი_ამბები
#twitter