ან ვიცავთ იმას რაზეც შევთანხმდით, ან არ ვიცავთ და ამაზე პასუხისმგებელი არის "ქართული ოცნება"-ბაქრაძე
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=143169
"ევროპული საქართველო" ლიდერი დავით ბაქრაძე მმართველი გუნდის პასუხად აცხადებს, რომ მიღწეულ შეთანხმებაზე ხმის მიცემა სურთ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ის სრულად შესრულდება. ბაქრაძის განმარტებით, თუ დღევანდელი მოცემულობა შენარჩუნდა და არ დაინახავენ რეალურ ნაბიჯებს პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ დევნის შეწყვეტისთვის, მაშინ შეთანხმების ნახევარს მხარს ვერ დაუჭერენ.
"მე მინდა აბსოლუტურად ღიად დავაფიქსირო, რომ ჩვენ გვინდა ამ შეთანხმების შესრულება და გვინდა, რომ ამ შეთანხმებას მივცეთ ხმა. ოღონდაც, ნახევარი შეთანხმება შეთანხმება არ არის. შეთანხმება ან სრულდება, ან არ სრულდება. რა თქმა უნდა, 120-30-ზე უკეთესი სისტემაა ვიდრე დღევანდელი, მაგრამ ნახევარი შეთანხმება არ არსებობს. ან ვიცავთ იმას რაზეც შევთანხმდით, ან არ ვიცავთ და ამაზე პასუხისმგებელი არის "ქართული ოცნება", - განაცხადა მან.