საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

Tbilisi Daily

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 444-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმშია 5 888 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 571 პირი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. ცნობისთვის, 444 ადამიანიდან 132 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. #კორონავირუსი #ინფიცირებული #პანდემია #tbilisidaily