"ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგიონებში კამპანიას იწყებს

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

მომდევნო კვირიდან „ქართული ოცნების“ ლიდერები რეგიონებში შეხვედრებს იწყებენ. ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის შემდეგ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე განცხადებით, ისინი რეგიონში შეხვედრებს, 2 თვის განმავლობაში გამართავენ 'უმრავლესობის სხდომა ეხებოდა მიმდინარე საკითხებს. 'შემდეგი კვირიდან მმართველი პარტიის ხელმძღვანელები გავალთ რეგიონებში. ამას შეიძლება დავარქვათ საარჩევნო კამპანიის დაწყებაც, მაგრამ პრიორიტეტული იქნება სხვა საკითხებიც. მომდევნო 2 თვის განმავლობაში თითქმის ყველა რეგიონში გავმართავთ შეხვედრებს“, - განაცხადა მდინარაძემ.