მთიანი ყარაბაღის რეგიონთან დაკავშირებით არსებული ვითარება ა.წ. 1 დეკემბრის მდგომარეობით:

Interworld

- ა.წ. ნოემბერში ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმების შემდეგ, 1 დეკემბერს, აზერბაიჯანული არმია ლაჩინის რაიონში შევიდა; - ა.წ. 30 ნოემბერს, თურქეთის თავდაცვის უწყებამ აზერბაიჯანში საინჟინრო-გამნაღმველი დანაყოფები გაგზავნა, რომლებიც მთიანი ყარაბაღის რეგიონის გარშემო არსებული გადაცემული რაიონების განაღმვაში მიიღებენ მონაწილეობას; - ა.წ. 1 დეკემბრის მოცემულობით, მთიანი ყარაბაღის რეგიონში, იძულებით გადაადგილებული 26 000 პირი დაბრუნდა უკან; - თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მალე დაიწყება მოლაპარაკებები მთიანი ყარაბაღის რეგიონის სამშვიდობო შეთანხმების მონიტორინგის განმახორციელებელი ერთობლივი, რუსულ-თურქული სადამკვირვებლო ცენტრის თაობაზე. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Armenia #Azerbaijan #Nagorno #Karabakh #conflict #daily #brief #interworld