შეხვედრა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის თაობაზე
Batumi Daily
დღეს, ბათუმის მერიაში მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის შესახებ შეხვედრა გაიმართა, რომელიც პარალელურად ონლაინ რეჟიმშიც წარიმართა.
მერიის თანამშრომლებმა შეხვედრაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის მიმდინარეობის საკითხი განიხილეს. არჩილ ჩიქოვანმა, რომელიც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელია, აგრეთვე მიმოიხილა როგორც III და IV ფაზების, ასევე V ფაზით გათვალისწინებული განხორციელებული პროექტები. მისი განცხადებით, მიმდინარე პროექტებზე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს ცენტრალურ მთავრობასთან.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, პროექტის განხორციელებას საფრთხე არ ემუქრება და შესაძლებელია გაიზარდოს ფინანსური ნაწილი სამუშაოების მოცულობიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე. ამჟამად, გამოცხადებულია საერთაშორისო ტენდერი საკონსულტაციო კომპანიის შერჩევის თაობაზე, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება.
“დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის შესაბამისი სამსახურების, პროექტის აღმასრულებელი სააგენტოს, კონსულტანტი კომპანიებისა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ონლაინ რეჟიმში კი, ჩაერთნენ - პროექტის უფროსი ინჟინერი დიტერ იაკობი, პროექტის მენეჯერი ბერნდ ჰასელი და კონსულტანტი კომპანია MACS-ის მენეჯერი მატიას ჰიტცელი.” - ვკითხულობთ ბათუმის მერიის ვებ-გვერდზე.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
ფოტო: ბათუმის მერია
#batumidaily