ბლინკენის განცხადებები ნატო-ს მინისტერიალზე
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
რუსეთმა განავითარა სამხედრო შესაძლებლობები და სტრატეგიები, იმისთვის, რომ გამოწვევის წინაშე დააყენოს ნატო-ს მოკავშირეები და ძირი გამოუთხაროს წესრიგს, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალზე განაცხადა. მისი თქმით, დასავლური სამყაროს წინაშე არსებულ საფრთხეებთან გამკლავებას ქვეყნები მხოლოდ ალიანსში და პარტნიორებთან ერთად შეძლებენ. სახელმწიფო მდივანმა გამოწვევების დაძლევის საშუალებებზე ისაუბრა.