ცხოველთა თავშესაფარი ზუგდიდში.

Zugdidi Daily

ზუგდიდში ცხოველთა თავშესაფრის პროექტირება ერთი თვის წინ დაიწყო. მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტის მენეჯერი კოკა კანდელაკი ცხოველთა თავშესაფართან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს : „სამ ქალაქში - ზუგდიდში, გორსა და ქუთაისში გურჯაანის თავშესაფრის მსგავსი შენობა იქნება, თუმცა, უფრო დიდი, 250 ძაღლზე გათვლილი. როგორც კი პროექტირება დასრულდება, მალევე ტენდერი მშენებლობაზე გამოცხადდება." ცხოველთა თავშესაფარის აშენება ჭითაწყარის ტერიტორიაზე იგეგმება. თავშესაფრების პროექტირებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 155 ათასი ლარი გამოიყო. უცნობია ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობის დაწყების თარღი. #ზუგდიდი #ჭითაწყარი #ცხოველთათავშესაფარი #პროექტი #გორი #ქუთაისი #ტენდერი #zugdididaily