ზუგდიდის ბაზარში Covid19-ის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

Zugdidi Daily

ზუგდიდში გამოვლენილი 48 შემთხვევიდან 33 ზუგდიდის ბაზარს უკავშირდება. სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს შემთხვევები უკავშირდება ბაზარში გამოვლენილ ინფიცირებულს. ყველანი ცენტრალურ ბაზარში მუშაობდნენ. ეს ადამიანები იმყოფებიან თვითიზოლაციაში და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. "მდგომარეობიდან გამომდინარე ჯანდაცვის წარმოამდგენლები მიიღებენ გადაწყვეტილებას და ვისი გადაყვანაც საჭირო იქნება, გადაიყვანენ კლინიკაში. უსიმპტომო პაციენტებს, ვისაც სახლში შესაბამისი პირობები არ აქვთ, გადაიყვანენ კოვიდ სასტუმროში. ვისაც სახლში იზოლაციის დაცვა შეუძლია, მათი მკურნალობა ბინაზე მოხდება", - აცხადებენ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში. შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა რიცხვი 17 477-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა ჯამში 8060 პირი. გარდაცვლილია სულ 136 მოქალაქე. _________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #კორონავირუსი #ზუგდიდი #ახალიამბები #zugdididaily წყარო: ლაივპრესი