აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები პირველი თებერვლიდან გაიხსნება 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საკოორდინაციო საბჭოსგადაწყვეტილებით, კვების ობიექტები, რომლებსაც ღია სივრცეში აქვთ მაგიდები მუშაობას პირველი თებერვლიდან განაახლებენ. შეზღუდვა მხოლოდ აჭარაში იქხსნება. ''იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, აქედან გამომდინარე კვების ობიექტების გარე სივრცეების გახსნა ნებადართულია. შეძლებენ მომხმარებლების მომსახურებას ღია სივრცეებში, თუმცა ქორწილები და სარიტუალო ღონისძიებები კვლავ აკრძალულია. სხვა რეგიონში რესტორნები და სასტუმროები გააგრძელებენ მუშაობასკვლავ გატანის სერვისით'' - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.