პარიზი-თბილისის სპეცრეისით ხვალ საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141550 ბოლო მონაცემებით, საელჩობმა სხვადასხვა ქვეყნებში დახმარება აღმოუჩინეს 6 054 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში მთავრობის ხელშეწყობით დაბრუნდა 6 057 მოქალაქე, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. საგარეო უწყების ინფორმაციით, ხვალ შესრულდება პარიზი-თბილისის რეისი. „საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებული და ეტაპობრივი დაბრუნების პროცესის ფარგლებში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისებით, დღევანდელი დღის, ანუ 15 აპრილის მონაცემებით სახმელეთო და საზღვაო გზებით საქართველოში 6 057 ადამიანი დაბრუნდა. ხოლო საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 6 054 მოქალაქეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ყოველდღე ახლდება მონაცემები COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.