საქართველოს წყალბურთის ნაკრები როტერდამის ტურნირის მეოთხედფინალში ხორვატიას შეხვდება

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა როტერდამში, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირზე, თორმეტ მონაწილეს შორის რვა საუკეთესოში ადგილი უკვე გაინაღდა და საპრიზო სამეულისთვის ბრძოლას პლეი ოფში აგრძელებს. დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილი გუნდი დღეს, მეოთხედფინალში ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს - ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება. თამაში თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. დღესვე შედგება მეოთხედფინალის სხვა სამი მატჩიც. მონტენეგრო ჰოლანდიას შეხვდება, საბერძნეთი - საფრანგეთს, რუსეთი - კანადას. ქართველმა წყალბურთელებმა ჯგუფურ ეტაპზე ოთხი თამაში ჩაატარეს. მოუგეს კანადას (14:11) და ბრაზილიას (12:8), წააგეს საბერძნეთთან (10:11) და მონტენეგროსთან (9:11) და ჯგუფიდან პლეი ოფში მესამე ადგილით გავიდნენ. როტერდამის ტურნირი 21 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება და სამი უძლიერესი ნაკრებები ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიას მოიპოვებს. https://www.radiotavisupleba.ge/a/31110808.html #ახალი_ამბები #twitter #სპორტის_ახალი_ამბები