ყირგიზეთში მთავრობის მომხრე პარტიები არჩევნებში იმარჯვებენ, ოპოზიცია არ აღიარებს შედეგებს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ყირგიზეთის პრო-რუსულად განწყობილ პრეზიდენტთან, სოორონბაი ჟეენბეკოვთან დაახლოებულმა პარტიებმა გაინაღდეს ხმების უმრავლესობა 4 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა ოპოზიცია არ აღიარებს შედეგებს და აცხადებს, რომ იყო დარღვევები. 5 ოქტომბრის დილის, თითქმის სრული, წინასწარი მონაცემებით, ოთხმა პარტიამ გადალახა 7 %-იანი ზღუდე და ისინი ადგილებს მოიპოვებენ 120 წევრიან „უზენაეს საბჭოში“. მთავრობის კურსის მომხრე პარტია „ერთობამ“,  რომელიც ახლახან შეიქმნა, 24,5% მიიმხრო. მას 23,88 %-ით მოჰყვება „სამშობლო ყირგიზეთი“ და მესამეა „ყირგიზეთის პარტია“, რომელსაც თითქმის 9% მიემხრო. ეს სამი პარტია მთავრობის მომხრე პოლიტიკური ჯგუფებია არიან ან ვითარების შენარჩუნების ინტერესი აქვთ. კიდევ ერთ პარტია, რომელმაც პარლამენტში ადგილები მოიპოვა, არის ნაციონალისტური, „ერთიანი ყირგიზეთი“, რომელსაც 7,13 %-მა დაუჭირა მხარი. „ერთობა“ და “სამშობლო ყირგიზეთი“ მხარს უჭერენ რუსეთთან ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ყირგიზეთის გაერთიანებას და მოსკოვთან უფრო მჭიდრო კავშირებს უსაფრთხოების სფეროში. დარჩენილმა 12 პარტიამ ვერ მოახერხა 7%-იანი ზღუდის გადალახვა. ამომრჩეველთა აქტიურობამ 56,5 %-ს მიაღწია. მცირე პარტიებმა ბრალად დასდეს „ერთობას“,  ჟეენბეკოვის მიმართ ლოიალურ ძალას, რომ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებდა, რასაც ჯგუფი უარყოფს.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30875761.html #ახალი_ამბები #twitter