ქუთაისის მერია მილიონობით ლარს ხარჯავს ქალაქის ცენტრალური ტერიტორიის ყვავილებით გალამაზებასა და შა

Kutaisi Daily

წელს, ქუთაისის მერიამ ქალაქის ცენტრში 120 000 ძირი ყვავილი დარგო. ,,პეტუნია", ,,ბეგონია", ,,ტაგეტესი", ,,გერანი", ,,სალვია", – სეზონური (ერთწლიანი) მცენარეებია, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტს 84 000 ლარი დაუჯდა. მერია მებაღჩეობასთან დაკავშირებულ ძვირადღირებულ საქმეს ,,ექსკლუზიურად" შპს ,,ქალაქსერვისს" ანდობს. 9 წლის განმავლობაში, კომპანია ზედიზედ, თითქმის უკონკურენტოდ იგებს ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს.ამ კომპანიაში 2020 წლიდან შპს-ს დირექტორიც და 100%-იანი წილის მფლობელიც, დავით ბეშკენაძე გახდა. იქამდე, ოფიციალურ დოკუმენტებში ის უბრალოდ მინდობილი პირი გახლდათ. ბეშკენაძის კომპანია ქალაქის ხელისუფლების აქტიურ პარტნიორად 2011 წლიდან ჩამოყალიბდა. ამ დროიდან მოყოლებული, ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული 28 ტენდერიდან, რომელშიც შპს "ქალაქსერვისი" მონაწილეობდა, 22 მისი გამარჯვებით დასრულდა. მხოლოდ ბოლო სამ წელიწადში, ხუთი სახეობის 490 000 ძირი ყვავილის შესაძენად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ კომპანიას 269 000 ლარი გადაურიცხა.სულ, 2011 წლიდან ამ დრომდე "ქალაქსერვისისთვის" მერიას 5 მილიონ 134 944 ლარი აქვს გადარიცხული. კომპანიის დირექტორს ყვავილები თურქეთიდან შემოაქვს, რადგან როგორც ის ამბობს , მას საქართველოში ეს საქმე უფრო ძვირი უჯდება. ქალაქის მერიაში კი ინფორმაციას არ ფლობენ იმის შესახებ თუ საიდან შემოაქვს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ყვავილები. politics news opinion kutaisidaily წყარო - www.kutaisipost.ge