მარნეულის მერია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს
Marneuli Daily
მარნეულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, მოასფალტების სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ.
მერიის ცნობით, გზის კეთილმოწყობის სამუშაოები უკვე დასრულებულია სოფელ სადახლოში, მოლაოღლში, დამიაში, დაშტაფასა და გაჯისაკენდში. რაც შეეხება სოფელ ხულდარას, სამუშაოები კვლავ წარმოებს, რომელიც 1 847 გრძივ მეტრზე, ასფალტის საფარის მოწყობას გულისხმობს, რისთვისაც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინსებით, 578 448 ლარია გამოყოფილი;
#მოწესრიგება
#მარნეული
#MarneuliDaily
#ახალიამბები