სამადაშვილი მთავრობისგან სწრაფი ტესტების შეძენაზე კონტრაქტების გასაჯაროებას ითხოვს

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140119 ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი, მთავრობისგან სწრაფი ტესტების შეძენაზე კონტრაქტების გასაჯაროებას ითხოვს. "ჩვენ გაგვიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ ეს კრიტიკული ინტერესი ჩვენი საზოგადოების კიდევ ერთხელ ზიანდება სწორედ იმით, რომ ბიძინა ივანიშვილის კარზე სხვადასხვა ჯგუფს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს, იმისათვის, რომ ხელში ეს ძალიან მომგებიანი კონტრაქტები ჩაიგდონ. მოვითხოვთ მოგვაწოდონ სრული ინფორმაცია ყველა იმ მოლაპარაკებაზე, რომელიც მიმდინარეობს ტესტების შეძენის თაობაზე," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.