რატომ არ ხდება "ლავასოღლის" ექსტრადიცია? - შიმშილობის მეორე დღე
Tbilisi Daily
მეორე დღეა 5 ადამიანი აჭარის პროკურატურასთან პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია გორაძის იგივე "ლავასოღლის" ახლობლები მისი თურქეთიდან ექსტრადიციას ან გათავისუფლებას ითხოვენ.
მათი მტკიცებით, მინდია გორაძის საქართველოში დაბრუნების საკითხს საქართველოს მთავრობა მიზანმიმართულად თავს არიდებს. მათივე განმარტებით, ლავასოღლი თურქულ საპატიმროში არაადამიანურ პირობებშია, მას ჯანმრთელობის მდგომარეობაც დაუმძიმდა. "ლავასოღლის" თურქეთში საექსტრადიციო პატიმრობის ექვსთვიანი ვადა 28 თებერვალს ამოეწურა. მინდია გორაძე თურქმა სამართალდამცავებმა ისევ დააკავეს, 4 ივნისს მისი სასამართლო არის ჩანიშნული.