პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით ხაშურში ორი პირი დააკავა

On.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, ხაშურში, ცხელ კვალზე ორი პირი დააკავეს. https://on.ge/story/70144-პოლიციამ-ყაჩაღობის-ბრალდებით-ხაშურში-ორი-პირი-დააკავა შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულებმა ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე ავტოგასამართი სადგური "გალფის" ოპერატორს ცივი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით თანხა გასტაცეს. #News