ინდოეთში ჭაში ჩავარდნილი სპილო გადაარჩინეს
Tbilisi Daily
ინდოეთში ჭაში ჩავარდნილი სპილო 14-საათიანი სამაშველო ოპერაციის შედეგად გადაარჩინეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 30 წლის მდედრის გადარჩენაში 50 ადამიანი მონაწილეობდა. ოპერაციის მსვლელობისას ადგილობრივები ჭაში ბანანის ფოთლებს აგდებდნენ, რათა ცხოველს ეჭამა. სპილოს ამოყვანა ამწეების მეშვეობით მოხერხდა. ცხოველი თავს კარგად გრძნობს