თბილისი 683, აჭარა 381 - კიდევ სად დადასტურდა კოვიდინფიცირების მაღალი მაჩვენებელი

Tbilisi Daily

დღეს, 30 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. დღეს დადასტურებული შემთხვევების რეგიონული განაწილება ასეთია: ✔️თბილისი 683 ✔️აჭარა 381 ✔️ქვემო ქართლი 117 ✔️იმერეთი 313 ✔️შიდა ქართლი 59 ✔️გურია 18 ✔️სამეგრელო-ზემო სვანეთი 60 ✔️კახეთი 19 ✔️მცხეთა 1 ✔️სამცხე-ჯავახეთი 34 ✔️რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 11 ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. „სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 12 ადამიანი გარდაიცვალა, თბილისში - 4 ადამიანი, აჭარაში - 5, იმერეთში - 2, ხოლო შიდა ქართლში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 285 გარდაცვალების შემთხვევა. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 142. 4 200 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 092, აჭარაში - 711. მძიმე პაციენტი გვყავს 490, მათ შორის, თბილისში - 228, აჭარაში - 80. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 121 პირი - მათ შორის, თბილისში - 52, აჭარაში - 39. 2 324 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 806 - აჭარაში, ხოლო 1 212 - თბილისში. 10 618 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 070 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 593, აჭარაში-1 435. სულ 6-29 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 10 026 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 387 პირი, საიდანაც თბილისში - 3 643 პირი, აჭარაში - 11 740, იმერეთში - 3 972. ამ ეტაპისთვის არსებული სტატიკური მონაცემების შესახებ მოგეწოდათ დეტალური ინფორმაცია“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.