საფრანგეთში კორონავირუსის 3 063 ახალი შემთხვევა დადასტურდა

Tbilisi Daily

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 063 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 372 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსის 2 379 915 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 58 282 ადამიანი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.