შემცირებული კარანტინისა და თვითიზოლაციის ვადა.
Zugdidi Daily
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული თვითიზოლაციის და კარანტინის ვადა 14-დან 12 დღემდე შემცირდა. აღნიშნული დადგენილება 12 აგვისტოს შევიდა ძალაში.
დადგენილებაში შეტანილი ცვლილებები :
უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ან/და კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებული ყველა ფიზიკური პირი, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირები, ექვემდებარებიან 12 დღის განმავლობაში კარანტინს.
იზოლაციაში პირი თავსდება 12 დღით. კარანტინიდან თვითიზოლაციაში ან თვითიზოლაციიდან კარანტინში გადაყვანის შემთხვევაში, თვითიზოლაციის/კარანტინის დღეებს დააკლდება თვითიზოლაციაში/კარანტინში გატარებული დღეების რაოდენობა.
ის უცხოელი, რომელიც საქართველოში შემოვიდა ბიზნეს/შრომითი საქმიანობის მიზნით, ვალდებულია, საქართველოში შემოსვლისას, საბაჟო გამშვებ პუნქტში/სასაზღვრო გამტარ პუნქტში ან უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს Pჩღ ტესტირება, ხოლო მომდევნო 12 დღის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს Pჩღ კვლევა. იმ შემთხვევაში, თუ პირს პირველი პისიარ კვლევის შედეგად აღმოაჩნდა იმუნოგლობული "G", იგი თავისუფლდება შემდგომი კვლევებისგან.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულმა საზღვარგარეთის ქვეყნების/საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების წევრებმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ ოფიციალურ ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული Pჩღ კვლევის დამადასტურებელი საბუთი;
საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების წევრებმა, უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტიდან დაბრუნებისას, საქართველოში შემოსვლიდან 12 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში უნდა ჩაიტარონ Pჩღ კვლევა, რომლის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან.
#კორონავირუსი #თვითიზოლაცია #კარანტინი #დადგენილება #ცვლილებები #საქართველო #zugdididaily
_____________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com