ტყიბულში მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს

Kutaisi Daily

ტყიბულში, გუშინ, 8 აგვისტოს ახალგაზრდა მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს. იგი საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა, როდესაც ქალაქის შესასვლელში ჩასაფრებულმა ადამიანებმა ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპული წარმოშობით თერჯოლის რიონის სოფელ რუფოთიდანაა. არსებული ინფორმაციით, სოფრომაძეს მისივე თანასოფლელმა ესროლა, რომელთანაც მას ადრე კონფლიქტი ჰქონდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ს ჯერ არავინ დაუკავებია. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #სიახლე #ახალიამბები #მკვლელობა #ტყიბული #kutaisidaily #ახალიამბები