ეპიდვითარება სამეგრელო-ზემო სვანეთში

Zugdidi Daily

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 487 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში Covid19-ის 269 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 198 387 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 164 786-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 883 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 969 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6710 პაციენტი. ​კოვიდ-სასტუმროში - 2734 ადამიანი იმყოფება. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე,სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #ახალიამბები #კორონავირუსი #zugdididaily