გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი კვლავ იზრდება და ეს ტენდენცია მდგრადია - გამყრელიძე

Pirveliradio Ge

გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი კვლავ იზრდება და ეს ტენდენცია მდგრადია - ამის შესახებ განცხადება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა. მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობასთან შეფარდებით, გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც, ბოლო ერთი თვეა, მკვეთრად დაეცა, კვლავ იზრდება. „ბოლო დღეების პოზიტივია ის, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, რომელიც, ახალ ინფიცირებულებთან შეფარდებით, უცებ დაეცა. გარკვეულ ეტაპზე, აგვისტოში, საერთო ინფიცირებულებში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გვქონდა 82%. სექტემბერში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 39%-მდე დავარდა. ახლა ისევ 52%-ზე ავდივართ და ეს ტენდენცია მდგრადია. ეს პატარა ნიშანია, რომ ყოველდღიურად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა თანდათან მატულობს. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურ რიცხვში, სიკვდილიანობა გაზრდილია, ინფიცირებულებთან პროცენტული შეფარდება გვაქვს 0.6%, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.