ხაშურში ქალი დაჭრეს
Tbilisi Daily
ხაშურში 25 წლის ქალი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ე.წ. სპიცით დაჭრეს.
როგორც ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.