საპატრიარქო ყინწვისის მონასტერში მომხდარ ინციდენტში ვერ ჩაერევა

Tbilisi Daily

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განაცხადებით, საპატრიარქო ყინწვისის მონასტერში მომხდარ ინციდენტზე ვერ იმსჯელებს მისი განმარტებით ამ საკითხზე ეპარქიაში უნდა იმსჯელონ. „ჯერ თავად ეპარქიაში უნდა იქნეს რამე გადაწყვეტილება მიღებული. საპატრიარქო ამაზე ვერ იმსჯელებს. საპატრიარქო ვერ ჩაერევა ამაში, ეს შესაძლებელია ან თავად ეპარქიის მღვდელმთავარმა ან სინოდმა გააკეთოს. ეპარქიის ხელმძღვანელს შეუძლია სინოდზე გამოიტანოს ეს საკითხი“, - განაცხადა ჯაღმაიძემ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ყინწვისის მონასტრის წინამძღვარს პატიმრობა 29 აპრილს შეეფარდა.