310 გარდაცვლილი და 10 273 ახალი ინფიცირებული ბრაზილიაში

Tbilisi Daily

ბრაზილიაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 10 273 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 310 ადამიანი გარდაიცვალა, - შესაბამის მონაემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, ბრაზილიაში, პანდემიის დაწყების შემდეგ 4 147 794 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 126 960 - გარდაიცვალა. კოვიდინფიცირებულების რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მესამე ადგილზეა აშშ-სა და ინდოეთის შემდეგ.