შიმშილობის მე-12 დღე უშედეგოდ
Tbilisi Daily
ალექსანდრე მილორავა, რომელიც უკვე მე-12 დღეა აჭარის ტელევიზიასთან შიმშილობს, მრჩეველთა საბჭოს წევრს – თამარ წილოსანს სოციალურ ქსელ ფეისბუქში მიმართავს. ალექსანდრე მილორავა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების ჩამოშორების გამო ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტს ითხოვს, თამარ წილოსანმა კი საჯაროდ დადებული პირობა გუშინ გადაიფიქრა, როცა იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე უარი თქვა და მრჩეველთა საბჭოს აღარ მიმართა.
"თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მე შევწყვიტო შიმშილობა და მას შემდეგ შეიტანთ განაცხადს იმპიჩმენტზე, დააფიქსირეთ ეს პოზიცია საჯაროდ და მე ავდგები, მხოლოდ იმიტომ, რომ შედეგია ჩემთვის მნიშვნელოვანი და არა პიროვნული წარმატებები" - ნათქვამია სამოქალაქო აქტივისტის მიმართვაში.