ოკუპირებულ აფხაზეთში გააგრძელეს კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების ვადა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად 2021 წლის 12 იანვრამდე გაგრძელდა კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები. 12 იანვრამდე ისევ იკრძალება სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების და თეატრების, მუზეუმების, ბიბლიოთეკების და კულტურის სახლების მუშაობა, ქორწილები და სხვა მასობრივი ღონისძიებები საბანკეტო დარბაზებში, რესტორნებში, კაფეებსა და სხვა მსგავს ობიექტებში, დახურულ სივრცეებში სპორტული, საქმიანი, გასართობი და სხვა სახის ღონისძიებები, სავარჯიშო დარბაზების და აუზების მუშაობა და სხვა. ბჟანიას განკარგულებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სავალდებულოა დამცავი ნიღბების გამოყენება, შეზღუდულია სამგლოვიარო ღონისძიებებში მონაწილეთა რაოდენობა, 60 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეები კი გათავისუფლებულნი არიან სამსახურში მისვლის ვალდებულებისგან. გარდა ამისა, აფხაზეთის მცხოვრებთ ურჩევენ, რელიგიური დღესასწაულების დროს თავი შეიკავონ საკულტო ობიექტებზე მისვლისგან. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას აპრილის შემდეგ აღრიცხული აქვს კორონავირუსით ინფიცირების 5442 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელებულია 3623. COVID-19-ით გარდაცვლილია 70 ადამიანი.     https://www.radiotavisupleba.ge/a/30967845.html #ახალი_ამბები #twitter #კორონავირუსი_(covid-19)