ახალგაზრდა პოეტი ლილე კვირკვია სოფელ ნარაზენიდან.
Zugdidi Daily
ახალგაზრდა პოეტი ლილე კვირკვია სოფელ ნარაზენიდან.
ლილე კვირკვია სკოლის მოსწავლეა. ის ნარაზენის სკოლის, მე-10 კლასის მოსწავლეა. ახალგაზრდა პოეტის თქმით, პოეზია მისთვის სულის სიმშვიდეა, ლექსის სტრიქონებით გადმოსცემს წუხილს, დარდს და იქვე დასძენს, რომ მისი საუკეთესო მეგობარი კალამი და ფურცელია.
ლილე კვირვკია ამბობს :
“ყველანაირად ვცდილობ, თითოეულ ლექსში ჩავაქსოვო მთელი გრძნობა, ის რაც მიხარია, ან მაწუხებს.
როდესაც ლექსის წერას ვიწყებ, ჩემს მაგიდაზე ერთი მეორის მონაცვლებით, საწერ კალამთან და ფურცლებთან ერთად, მრავლად აწყვია ყავის ფინჯანი, რადგან ყავა მამშვიდებს და ხელს მიწყობს ლექსის შექმნაში.
ერთ მშვენიერ დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში აღმოვჩნდი ღონისძიებაზე, ბოლოს ჩემი ინიციატივით წავიკითხე ერთ-ერთი ლექსი, რომლის შემდეგ ჩემით დაინტერესდა ახალგაზრდა მწერალთა და შემოქმედთა ორგანიზაცია “ერთობის ძალა”-ს ხელმძღვანელი, ბატონი შალვა ქარჩავა. შემდეგ პირველად მივიღე მონაწილეობა პროექტში “წარმოაჩინე შენი ინტელექტის” ფარგლებში და აქტიურად ჩავერთე სხვადასხვა ღონისძიებაში. ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში 24 იანვარს გაიმართა ჩემი პოეზიის საღამო, რომლისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდი ბიბლიოთეკის დირექტორს, ქალბატონ მადონა მაქაცარიას და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის განათლებისა და კულტურის ცენტრის დირექტორს, ბატონ გიორგი ფიფიას ერთობლივ პროექტ “წარმოაჩინე ახალგაზრდა პოეტები”-ს ჩართულობისთვის და მადლობის სიგელის გადმოცემისთვის.
#ზუგდიდი
#ახალგაზრდაპოეტი
#ნარაზენი
#სულისსიმშვიდე
#zugdididaily