სადეზინფექციო სამუშაოები შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრებში
Tbilisi Daily
გლობალური პანდემიის პირობებში, აქტიურად გრძელდება სადეზინფექციო სამუშაოები რეგიონებში არსებულ შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში.
საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დასუფთავდა და შესაბამისი სითხით დამუშავდა, ქუთაისის, ბათუმის, ფოთის, ზესტაფონის, ხაშურისა და გორის სერვისცენტრების, როგორც მოქალაქეთა მომსახურების სივრცეები, ასევე, თანამშრომელთა ოთახები და ტექნიკური საშუალებები.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 73 154 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 55 511-ს შეადგენს. გარდაიცვალა 636 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 2 447 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 4 957 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში კი 3 413 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.