ზუგდიდში გამტაცებელმა ორი მოქალაქე გაათავისუფლა „საქართველოს ბანკის" ფილიალიდან
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ გამტაცებელმა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის" ფილიალიდან მძევლად აყვანილი ორი მოქალაქეებიდან ორი გაათავისუფლა. უწყება დეტალების შესახებ საუბრისგან თავს იკავებს.
ბანკის ზუგდიდის ფილიალში მძევლები, დაახლოებით, 14:00 საათზე აიყვანეს. გამტაცებელმა დაახლოებით 20 მძევლიდან „მთავარი არხის" ეთერში დაარეკინა და მოთხოვნები გაახმოვანებინა. გამტაცებელს სურს 500 ათასი დოლარი გადასცენ და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების საშუალება მისცენ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30905443.html
#ახალი_ამბები
#twitter