კომპანია „დოქტორ გუდსი • Doctor goods“ სამედიცინო პირბადეების წარმოებას დაიწყებს

Tbilisi Daily

კომპანია „დოქტორ გუდსი • Doctor goods”, რომელიც სამედიცინო სექტორს უზრუნველყოფს, საქართველოში წარმოებული სტერილური/არასტერილური ქირურგიული ნაკრებებით აფართოვებს ხაზს და სამედიცინო პირბადეების წარმოებას იწყებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროექტზე დიდი ხანია მუშაობენ. საწარმოო ხაზის შერჩევისას კომპანიამ უპირატესობა ფრანგული წარმოების სრულად ავტომატიზირებულ, მაღალი წარმადობის დანადგარს მიანიჭა. წარმოებული პროდუქცია ხელმისაწვდომი იქნება როგორც სამედიცინო, ისე სამომხმარებლო სექტორისთვის და სრულად დააკმაყოფილებს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს. აღნიშნული პროექტისთვის კომპანიამ დამატებით 300.000$ ინვესტიცია განახორციელა. #კორონავირუსი #პირბადე #დოქტორგუდსი #წარმოება #დარჩისახლში #tbilisidialy