აშშ-ში ატომურ ავიამზიდს პირველად უხელმძღვანელებს ქალი ოფიცერი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

აშშ-ის სამხედრო ისტორიაში პირველად, ატომურ ავიამზიდს უმეთაურებს ქალი ოფიცერი, სამხედრო-საზღვაო ძალების კაპიტანი, ემი ბაუერშმიდტი. საუბარია აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნზე“. „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ბაუერშმიდტი სპეციალობით სამხედრო მფრინავია. 1994 წელს დაამთავრა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების აკადემია. იმ წლის კურსდამთავრებული ქალები იყვნენ პირველები, რომლებმაც სამსახური გააგრძელეს სამხედრო გემებსა და თვითმფრინავებზე. დღეისათვის ემი ბაუერშმიდტს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების შვულმფრენებზე 3000 საათი აქვს ნაფრენი. მანამდე კაპიტანი ქალი ავიამზიდზე აღმასრულებელ ოფიცრად მსახურობდა. „ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ ამირჩიეს. მომწონს მატროსების ხელმძღვნელობა და ამას აღვიქვამ, როგორც ძალიან სერიოზულ პასუხისმგებლობას“, - განაცხადა ემი ბაუერშმიდტმა. ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნზე“ დაახლოებით 5000 სამხედრო მსახურობს. https://www.radiotavisupleba.ge/a/31018739.html #ახალი_ამბები #twitter