შარლ მიშელი ფაშინიანს და ალიევს ტელეფონით ესაუბრა
Tbilisi Daily
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი აზერბაიჯანი პრეზიდენტს და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაცია ამის შესახებ შარლ მიშელის Twitter-ზე გამოქვეყნდა. მან ილჰამ ალიევთან და ნიკოლ ფაშინიანთან მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენები განიხილა.
„ღრმა შეშფოთება გამოვთქვი მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციის დიდი მასშტაბის კამო. დავგმე ძალის გამოყენება და მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოვუწოდე. წინ წასვლის ერთადერთი გზა მოლაპარაკებებია. მხარს ვუჭერ ეუთოს. სამოქალაქო პირები დაცულები უნდა იყვნენ“, - წერს მიშელი.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველო მზად არის, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს თბილისში უმასპინძლოს