დაუდგინდა თუ არა მეუფე გერასიმეს კორონავირუსი?

Zugdidi Daily

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს მიმართვას, რომლის თანახმადაც მეუფე გერასიმე თვითიზოლაციაში არ იმყოფება. ამავე პოსტში ვიგებთ, რომ მესანთლე, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა თბილისიდან - “ვირუსი დაუდგინდა ტაძრის მესანთლეს, რომელიც თბილისიდან დაბრუნდა ამ დღეებში.” თავად მიტროპოლიტი გერასიმე ხვალ გეგმავს ტესტირებას, - იტყობინება ეპარქიის პრეს-ცენტრი. შეგახსენებთ, რომ პისიარ ტესტი მრევლთან ერთად სასულიერო პირებსაც ჩაუტარდათ, მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისთვის ტაძრის მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილი თვითიზოლაციაშია. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #კორონავირუსი #პიროვნება #zugdididaily