ქრისტინა ოზგანი დაინიშნა ე.წ პრემიერ-მინისტრის მოადგილედ და აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრად

Sokhumi Daily

განკარგულება ქრისტინა ოზგანის ეკონომიკის მინისტრის უფროსად დანიშვნის შესახებ, გამოქვეყნებულია აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ვებსაიტზე. ამ პოსტზე მან შეცვალა ადგურ არძინბა. აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ, ქრისტინა ოზგანი დანიშნა აფხაზეთის ე.წ პრემიერ მინისტრის მოადგილედ და ეკონომიკის მინისტრად. მინისტრთა კაბინეტის ახალი სტრუქტურის თანახმად, აფხაზეთში ახლა ფუნქციონირებს 14 სამინისტრო, მათ შორის 12 წინა სამინისტრო, რვა სახელმწიფო კომიტეტი და რვა სახელმწიფო ადმინისტრაცია. კერძოდ, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში დეპარტამენტის ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს. #ოკუპანტი #აფხაზეთი #რუსეთი #პოლიტიკა #საქართველო #SokhumiDaily