კორონავირუსის 3 157 ახალი შემთხვევიდან 1 249 თბილისიდანაა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

​ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა კვლავ 3 ათასზე მეტია, შემთხვევების მესამედზე მეტი კი კვლავ თბილისზე მოდის. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 785. ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში - 1 249; აჭარა - 516; იმერეთი - 477; ქვემო ქართლი - 178; შიდა ქართლი - 181; გურია - 82; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 212; კახეთი - 70; მცხეთა-მთიანეთი - 121; სამცხე-ჯავახეთი - 60; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 82 835 შემთხვევა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 230 -ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 65 291. ბოლო 24 საათში საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 30 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 733-მდე გაიზარდა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30952257.html #ახალი_ამბები #twitter #კორონავირუსი_(covid-19)