ანექსირებულ ყირიმში პროპაგანდისტ დმიტრი კისილიოვის სახლთან ორი მანქანა დაწვეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ანექსირებული ყირიმის დასახლებულ პუნქტ კოკტებელში პოლიცია ეძებს პირს, რომელმაც 17 სექტემბერს ორ მსუბუქ ავტომობილს წაუკიდა ცეცხლი ცნობილ რუს ტელეწამყვან, დმიტრი კისილიოვის სახლის წინ. ამის შესახებ ცნობა რამდენიმე ტელეგრამის არხით გავრცელდა.
შემთხვევის ადგილიდან გავრცელებული ფოტოების თანახმად, დაიწვა გოლფის მანქანა და მაღალი გამავლობის Land Rover-ი.
ტელეგრამის არხ "ოსტოროჟნო, ნოვოსტის" ცნობით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ცეცხლის გაჩენის გზით სხვისი ქონების განზრახ დაზიანების ან განადგურების მუხლით. ამასთან დამწვარი მანქანების მფლობელის სახელი არ მჟღავნდება.
ტელეწამყვან დმიტრი კისილიოვს მის სახლთა მანქანების დაწვის ფაქტზე კომენტარი არ გაუკეთებია.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32038808.html
Source: radiotavisupleba.ge