სამეგრელო-ზემო სვანეთში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა

Zugdidi Daily

სამეგრელო-ზემო სვანეთში 2020 წლის სექტემბრის ჩათვლით ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ მონაცემებში ვკითხულობთ. ამავე ცნობით, სულ აღნიშნულ პერიოდში სხვადასხვა სახის 214 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. გარდა ამისა, ბოლო 9 თვის განმავლობაში ავარიებში 312 პირი დაშავდა. სულ შსს-ს ინფორმაციით, 2020 წლის იანვრიდან დღემდე საქართველოში მომხდარი 3 707 შემთხვევის დროს 337 ადამიანი დაიღუპა, 5 004 პირი კი დაშავდა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ავარია #ახალიამბები #საზოგადოება #ზუგდიდი #სამეგრე;ო #zugdididaily წყარო: რადიო ათინათი