Twitter-ზე სტატიას წაუკითხავად ვეღარ გააზიარებთ?
Tbilisi Daily
Twitter-ზე სტატიის გაზიარებას თუ გადაწყვეტთ და მას არ წაიკითხავთ, შესაძლოა, სოციალური ქსელის ახალმა საცდელმა ფუნქციამ გკითხოთ, ხომ არ სჯობს, გამოქვეყნებამდე ტექსტს გადახედოთ.
Twitter-მა ამ ფუნქციის გამოცდა "ინფორმირებული დისკუსიის წასახალისებლად" გადაწყვიტა.
"სტატიის გაზიარება ხშირად დიალოგის წამოწყების წინაპირობა ხდება, ამიტომ გაზიარებამდე მისი წაკითხვა კარგი იდეაა", წერია twitter-ის ადმინისტრაცია.
ჯერჯერობით უცნობია, გეგმავს თუ არა twitter-ი სტატიის გაზიარებამდე მისი წაკითხვის რჩევის ფუნქციის სავალდებულოდ აქციოს.
Twitter
გაზიარება
TbilisiDaily