ახალი წესები, რომელიც ბინის გამქირავებლებმა უნდა დაიცვან

Tbilisi Daily

ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის (Covid-19) გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის ეტა­პობ­რი­ვად მოხ­სნას­თან ერ­თად ამოქ­მედ­და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ბი­ნე­ბი­სა და აპარ­ტა­მენ­ტე­ბის გამ­ქი­რა­ვე­ბელ­თათ­ვის. კერ­ძოდ, აღ­ნიშ­ნუ­ლი წე­სე­ბის თა­ნახ­მად, გამ­ქი­რა­ვებ­ლებს მო­უ­წევთ: პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გან­თავ­სე­ბა; ჰი­გი­ე­ნუ­რი ნარ­ჩე­ნე­ბის­თვის და­ხუ­რუ­ლი კონ­ტე­ი­ნე­რის გა­მო­ყო­ფა ერთჯე­რა­დი პლას­ტი­კუ­რი პა­კე­ტით; CHECK OUT-ის შემ­დგო­მი პრო­ცე­დუ­რის დაც­ვა - დე­ზინ­ფექ­ცია, 4 სა­ა­თი­ა­ნი გა­ნი­ა­ვე­ბა, და­ლა­გე­ბა/და­სუფ­თა­ვე­ბა; და­ლა­გე­ბის დროს პერ­სო­ნა­ლუ­რი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა; და­ლა­გე­ბის და­წყე­ბის წინ და დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ხე­ლე­ბის და­ბა­ნა საპ­ნი­თა და წყლით 20 წა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ან 70%-იანი ალ­კოჰო­ლის შემ­ცვე­ლი ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა; ხში­რად შე­ხე­ბა­დი ზე­და­პი­რე­ბი­სა და და­ბინ­ძუ­რე­ბა­დი სივ­რცე­ე­ბის პე­რი­ო­დუ­ლი და­სუფ­თა­ვე­ბა/დე­ზინ­ფექ­ცია; რბი­ლი ავე­ჯი­სა და ია­ტა­კის წმენ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი საწ­მენ­დი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით; ყო­ვე­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ მტვერ­სას­რუ­ტის გა­სუფ­თა­ვე­ბა სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბით; გა­მო­ყე­ნე­ბულ­ლი თეთ­რე­უ­ლი­სა და პირ­სა­ხო­ცე­ბის შეგ­რო­ვე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფილ ტო­მა­რა­ში; მათი ია­ტაკ­ზე მოგ­რო­ვე­ბა/და­ბერ­ტყვა შე­ფუთ­ვის გა­რე­შე ტრან­სპორ­ტი­რე­ბა რის­კის შემ­ცვე­ლია;თეთრეულის რეცხვა 60 გრადუსი ცელსიუსი ტემპერატურის წყლით და სათანადო სარეცხი საშუალების კომბინაციით; მტვრისა და მიკროორგანიზმების ჰაერში ან სუფთა ზედაპირზე მოხვედრის გამოსარიცხად უმჯობესია სველი წესით დასუფთავება/დეზინფექცია; სასურველია სტუმრის მიღების და გასვლის დისტანციური სისტემის დანერგვა.