რუსეთის მოქალაქემ უკანონოდ სართული დააშენა

Batumi Daily

უცხოელი, კერძოდ კი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გიორგი რომანსკი, ბათუმში არალეგალურად აშენებს ახალ სართულს 8 სართულიან კორპუსზე. შენობა ლადო ასათიანის #13-ში მდებარეობს. რუსეთის მოქალაქეს კუთვნილი კომპანია "გლობალმშენი" მერიის ნებართვის გარეშე აგრძელებს მშენებლობას. აღსანიშნავია, რომ ეს შენობა მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან ძალიან ახლოს, 200 მეტრშია განლაგებული. "ბათუმელების" ინფორმაციით, კორპუსი უკვე თითქმის დაშენებულია. ჟურნალისტები ეცადნენ, ბათუმის მერს დაკავშირებოდნენ, თუმცა ჯერ-ჯერობით, უშედეგოდ. იმის მიუხედავად, რომ ბათუმის მერიამ ახალი ორგანო, მუნიციპალური ინსპექცია შექმნა, ბათუმში უკანონო მშენებლობებზე კონტროლი სუსტად ხორციელდება. ძირითადად, ქართულ კანონმდებლობას უცხოეთის მოქალაქეები არღვევენ. არ არის ცნობილი რამე კამპანიის შესახებაც, რომელიც უცხოელებს საქართველოს კანონდმებლობას გააცნობდა ან ბათუმის ადგილობრივ, ადმინისტრაციულ წესებს მშენებლობებთან დაკავშირებით. სტატისტიკურად, ბათუმში ახალმშენებარე ბინებისა და კორპუსების დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნით. უკანონო მშენებლობის პრობლემა ბათუმში არაერთი წელი დგას. ჩვენ უკვე დავწერეთ კულტურული მემკივდრეობის განადგურებისა და ადგილობრივი მთავრობის პასიურობის შესახებ. ასევე, რამდენიმე დღის წინ გამოვაქვეყნეთ კანადაში ჩატარებული კვლევის შედეგები მაღალკორპუსიანი სახლების ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენის შესახებ. ბუნებრივია, ზედმეტი სართულების დაშენება კიდევ სხვა პრობლემებთანაცაა დაკავშირებული. ზუსტად ამიტომ, ნებართვის გარეშე სართულის დაშენება კანონით აკრძალულია, თუმცა მაინც ხორციელდება არალეგალურად. #კანონდარღვევა #მშენებლობა #უკანონო_მშენებლობა #ბეტონის_ქალაქი #ბათუმი #batumidaily