საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან ასეთი დონის კრიტიკა პირველად ვნახეთ - ანა დოლიძე Freedom House-ზე
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142926
საქართველოს დასახელება, როგორც ნახევრად ავტორიტარული და ავტოკრატიული რეჟიმი, ასეთ დონეზე საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან პირველად ვნახეთ - ასე გამოეხმაურა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძემ Freedom House-ის ანგარიშს, რომლის თანახმადაც, საქართველოში დემოკრატიის ხარისხის გაუარესებულია. როგორც დოლიძემ აღნიშნა, ანგარიშში სასამართლოში მიმდინარე მოვლენები ნახევრად დემოკრატიული და ავტოკრატიული რეჟიმების მაგალითად არის მოყვანილი.
„გაფრთხილებაა გაკეთებული მაგალითად პოლონეთის მიმართ, რომ პოლიტიკურად სასამართლოს გამოყენება, მაგალითად როგორც საქართველოში, ხდება ავტოკრატიულ და ნახევრად ავტორიტარულ რეჟიმებში. საქართველოს დასახელება, როგორც ნახევრად ავტორიტარული და ავტოკრატიული რეჟიმი, ასეთ დონეზე საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან პირველად ვნახეთ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.