"ქართულ ოცნებას" 2020 წლის პარლამენტში 90 დეპუტატი ეყოლება

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

"ქართულ ოცნებას" 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნებითა და 21 ნოემბერს ჩატარებული მეორე ტურების შედეგების მიხედვით, 2020 წლის პარლამენტში 90 დეპუტატი ეყოლება. ეს იმას ნიშნავს, რომ პარტია უმრავლესობაში რჩება. "ქართულმა ოცნებამ" 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვა. ეს იმ ფონზე, როცა ბოიკოტის ნიშნად ოპოზიცია არ მონაწილეობდა მეორე ტურში. 8 ოპოზიციური პარტია, რომელმაც ცესკოს მონაცემებით, ბარიერი გადალახა, არ ენდობა მონაცემებს და არ აპირებს გამოიყენოს მიღებული 60 მანდატი.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30962911.html #ახალი_ამბები #twitter #არჩევნები_2020