გორში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

Tbilisi Daily

გორში, ამწუხელიძის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს. მცხოვრებლების თქმით, ბიჭი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე გარდაიცვალა, მის დახმარებას ადგილობრივები ცდილობდნენ. მკვლელობა ქუჩაში მოხდა. ადგილზე მობილიზირებულია პოლიცია. ამ დროისთვის უცნობია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მკვლელობის მოტივი. მომხდარზე გამოძიება 108 მუხლით დაიწყო,რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.